ეროვნული ბანკის და ქართუ ბანკის ურთიერთბრალდებები

” ქართუ ბანკის ”  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილი ”საქართველოს ეროვნული ბანკის ” 1 ნოემბრის განცხადებას გამოეხმაურა . მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება ”ქართუ ბანკზე” პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა, მათ შორის ”ეროვნული ბანკის ”მხრიდან, რომლის მიზანიცაა შექმნას რაიმე,  ”თუნდაც უსაფუძვლო ” საბაბი ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შესაყვანად.  ” სწორედ ამ მიზანს ემსახურება 18 ოქტომბრიდან გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ის ერთი შეხედვით მხარდამჭერი განცხადებები, რომლითაც ”ეროვნული ბანკი”  სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას კომერციულ ბანკს, როცა მას ამ ეტაპზე   დახმარება არ სჭირდება” - ნათქვამია” ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარის  განცხადებაში.

”საქართველოს ეროვნულმა ბანკმა”  1 ნოემბერს განაცხადა, რომ  ”ქართუ ბანკს” ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით ამოწმებს და  შემოწმების მიმდინარეობისას საფრთხე არ ემუქრება კომერციული   ბანკის სტაბილურ ფუნქციონირებას . ”ეროვნულმა ბანკმა”   საკუთარ განცხადებაში  აღნიშნა, რომ მზადაა საჭიროების შემთხვევაში  განიხილოს  ”ქართუს”  კომპლექსური მხარდაჭერის საკითხიც.  ”სამწუხაროდ ეროვნული ბანკის პოზიციას ”ქართუმ” თანამშრომლობის ნაცვლად უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებებით უპასუხა , მიზანმიმართულად ფერხდება  ჩვენი  თანამშრომელთა ადგილზე მუშაობის პროცესი. ”-ნათქვამია ”საქართველოს  ეროვნული ბანკის”  განცხადებაში. 

კომენტარები