ისლამიზმი საფრანგეთში

საფრანგეთში ჟურნალის რედაქცია გადაწვეს

გუშინ ღამით ფრანგული სატირული ჟურნალის ჩარლიჰებდო“ ოფისზე თავდასხმა მოხდა. რედაქციაში უცხო პირებმა ბენზნის შემცველი ნივთიერებით სავსე ბოთლები შეაგდეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. მთავარი რედაქტორი მიიჩნევს, რომ მკითველმა არ მოიწონა ჟურნალის მიმდინარე კვირის გამოშვებაში წინასწარმეტყველი მუჰამედის გამოჩენა. ჟურნალის ყდაზე წინასწარმეტყველის კარიკატურას თნ ახლავს მისივე მუქარა: 100 როზგი მას, ვინც ჟურნალის წაკითხვის შემდეგ სიცილით არ მოკვდება!. 

ამის მიუხედავად, რედაქცია ამ ნომერზე შეჩერებას არ აპირებს. „მომდევნო სპეცგამოშვება ეძღვნება ტუნისის არჩევნებში ისლამისტური პარტიის გამარჯვებ ” - ამბობს მთავარი რედაქტორი.

ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალას მუსლიმების უკმაყოფილება  2007 წელსაც მოყვა. მიზეზი მაშინაც მუჰამედის კარიკატურა იყო.

კომენტარები