ხვალ, 3 ნოემბერს ეროვნულ კინოცენტრსა და საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დოკუმენტური ფილმების წარმოებაში ერთობლივ მონაწილეობას, ერთიანი პოლიტიკის გატარებას საავტორო უფლებების დაცვის კუთხით და კინოს თემატიკაზე ტელეგადაცემების ერთობლივად წარმოებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმი მოიცავს მაუწყებლის მიერ, კინოცენტრის 2012 წლის დოკუმენტური კინოს წარმოების დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტების ტექნიკითა და ტექნიკური პერსონალით მხარდაჭერას.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - თამარ ტატიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი - გიორგი ჭანტურია.
მემორანდუმის გაფორმებას დაესწრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.




