საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები დღეს, კანში მართავენ კონსულტაციებს საბერძნეთის პრემიერთან , ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. განხილვის თემა საბერძნეთში შექმნილი სიტუაციაა. კონსულტაციებზე ნიკოლა სარკოზი და ანგელა მერკელი გუშინ სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ. მანამდე , საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჩაატარებს რეფერენდუმს ევროკავშირის დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. გასულ კვირაში ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება ევროზონაში ანტიკრიზისულ ზომების გატარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთს ვალების 50 პროცენტს ჩამოაწერენ და 130 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფენ. საბერძნეთში ეწინააღმდეგებიან მომჭირნეობის ზომებს, რომელთა გატარებაც ქვეყანას დახმარების მიღების სანაცვლოდ მართებს. საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ცნობის გავრცელებამ ევროპის საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნა გამოიწვია.




