ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის შვეიცარიის მიერ შემუშავებულ კომპრომისულ დოკუმენტში ( რაც როკსა და ფსოუზე ტვირთებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს) საქართველო- რუსეთის საზღვარი ნახსენები არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ აცნობა. მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სავაჭრო დერეფნების შესასვლელსა და გასასვლელში. დერეფნები კი კაპანაძის თქმით, განსაზღვრულია გეოგრაფიული კოორდინატებით ანუ დოკუმენტში არ არის გამოყენებული სიტყვა საზღვარი. შვეიცარიის წინადადება საქართველომ მიიღო, რუსეთმა საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა.




