რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დაბადების დღე მიულოცა ცხინვალის სეპარატისტ ლიდერს ედუარდ კოკოითის. თავის მისალოც წერილში რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კოკოითის ლიდერობით სამხრეთ ოსეთმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ფორმირების გზაზე. მედვედევმა ხაზი გაუსვა კოკოითის წვლილს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღმავების საქმეში და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები არის საძირკველი სამომავლო კომპლექსური თანამშრომლობის - კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
tbl.ge/z0s
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პუტინმა დუმას ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი წარუდგინა
- რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის რუსული მართვის მოწმობის აღება გაამარტივა
- ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიციის მტკიცებით, ე.წ. არჩევნებში მათ გამარჯვებას ჰპარავენ
- ჯიოევი: დაკავებულია რვა ადამიანი, ისინი ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ
- პრეზიდენტი: ერედვში საოკუპაციო ძალა მორიგ ვანდალურ ქმედებებს ახორციელებს




