კადაფის შვილს აქვს კონტაქტი საერთაშორისო სასამართლოსთან

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ განაცხადა, რომ დამყარებულია  ”არაოფიციალური” კონტაქტები  მოამარ კადაფის  მიმალვაში მყოფ შვილთან სეიფ ალ  ისლამთან. პროკურორ  ლუის მორენო ოკამპოს თქმით, ალ ისლამი  შუამავლების დახმარებით  განიხილავს სასამართლოში შესაძლო გამოცხადებას.  მას   უთხრეს,  რომ ნებაყოფლობითი   ჩაბარების შემთხვევაში  უნდა ჰქონდეს ობიექტური სასამართლოს და დაცვის უფლებით სარგებლობის იმედი.  კადაფის შვილი  სავარაუდოდ   ნიგერს აფარებს თავს.

კომენტარები