ლიბიაში ნატოს ოპერაცია 31 დეკემბრამდე დასრულდება

ნატოს გენერალური მდივნის, ანდრე ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსის სამხედრო ოპერაცია ლიბიაში  31 დეკემბრამდე დასრულდება.  თავის ვიდეო მიმართვაში რასმუსენმა ლიბიის ოპერაციას წარმატებული უწოდა.  ოპერაციის დასრულებასთან დაკავშირებით  მან აღნიშნა, რომ ნატოს წარმომადგენლებმა ბრიუსელში დაამტკიცეს  ერთი კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება. ნატოს ჯერ არ გაუცია პასუხი  ლიბიის ახალი ხელისუფლების თხოვნაზე დარჩეს ლიბიაში და დაეხმაროს ქვეყანას საზღვრების დაცვასა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში .

კომენტარები