ევროზონის ქვეყნები ჩინეთს დახმარებისკენ მოუწოდებენ

ევროზონის დახმარების ფონდის, ევროპის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმის (EFSF) ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ ჩინეთი, ჩადოს ინვესტივიები ე.წ bailout-ის გეგმაში, რაც ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილი ქვეყნების გადარჩენისკენაა მიმართული. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოფიციალური პეკინის მხრიდან 100 მილიარდი დოლარის ფონდის რეზერვებში ჩადებაზე. მხარეებმა ჯერჯერობით ფორმალურ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

როგორც ცნობილია, ევროპელები ნოემბრისთვის ფონდის რეზერვების 1 ტრილიონ ევრომდე გაზრდას აპირებენ. გერმენია, როგორც ევროზონის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ყველაზე მეტ თანხას გაიღებს.

ამ დროს კი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ საბერძნეთის ევროზონაში შეყვანა შეცდომად გამოახცადა. მისი თქმით, ათენის ეკონომიკა 2001 წელს ამ ზონაში გასაწევრიანებლად მზად არ იყო. თუმცა, იქვე დაამატა, რომ, ამის მიუხედავად, ახალი დამხარების პაკეტი კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

კომენტარები