სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ და ეკონომისტმა გია ხუხაშვილმა `საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი~ დააფუძნეს. მისი ერთ-ერთი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილია.
`პირველი, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. იგი სრულად აცნობიერებს, რომ ინსტიტუტი არ უნდა განიცდიდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ინტერესთა ჯგუფის ზეგავლენას, მისი შრომის შედეგი უნდა ეკუთვნოდეს მთელ ჩვენს საზოგადოებას~ - ვკითხულობთ ინსტიტუტის დამფუძნებლების განცხადებაში.
ისინი მიზნად ისახავენ თანამედროვე ქართული საზოგადოების მისწრაფებებისა და წარმოდგენების, ასევე წუხილებისა და მოლოდინების კვლევას . ასევე აცხადებენ, რომ კვლევები მხოლოდ სამეცნიერო ხასიათის არ იქნება და რეალური პოლიტიკის კეთების პროცესში ჩაერთვებიან.




