აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის მემუარებაში იხსენებს ტრიპოლიში ვიზიტს 2008-ში და ამბობს, რომ ეს ვიზიტი იყო ყველაზე უცნაური ვიზიტებს შორის, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რანგში განახორციელა - წერს გამოცემა Corriere Della Serra და განაგრძობს: ” საქმე ისაა, რომ ლიბიის ყოფილი დიქტატორი მოამარ კადაფი არასდროს უშვებდა ხელიდან შანსს გაეკეთებინა ხმამაღალი განცხადებები აშშ-ს და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, თუმცა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ის უცნაურ, მოკრძალებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა მაშინდელი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მიმართ.” გამოცემა აღნიშნავს , რომ არც რაისი ერიდება ამ დამოკიდებულებაზე საუბარს, ტელეკომპანია ABC-ს მან გაუმხილა, რომ ლიბიის ყოფილმა დიქტატორმა 2008-ში საუკეთესო ლიბიელ კომპოზიტორს დაავალა სპეციალურად მისთვის დაეწერა სიმღერა ” შავი ყვავილი თეთრ სახლში” . ოფიციალური შეხვედრისას კადაფიმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს უთხრა , რომ უნდოდა მისთვის ერთი ვიდეო ენახებინა, რაისი დათანხმდა, თუმცა კი არ იცოდა რაში იყო საქმე. მის გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა დაპირებულ ვიდეოზე აღმოჩნდა მისთვის მიძღვნილი სიმღერა, ფოტოების კოლაჟის ფონზე, ფოტოები კი ასახავდა რაისის შეხვედრებს მსოფლიოს სხვა და სხვა ლიდერებთან , მათ შორის პუტინთან. ” კადაფიმ მითხრა: მე საუკეთესო ლიბიელ კომპოზიტორს ვთხოვე დაეწერა თქვენთვის ეს სიმღერა, იმ მომენტში გავიფიქრე : როგორ ვზივარ და ვუყურებ ამას? ”- მოჰყავს Corriere Della Serra -ს ABC ისთვის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ნათქვამი.




