სამტრესტი

სააკაშვილი უკმაყოფილოა ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის გასვლის ტემპით

 პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გამოხატა უკმაყოფილება ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე გასვლის დაბალი ტემპის გამო და   თანამდებობიდან გაათავისუფლა  ”სამტრესტის”  ( საქართველოს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ) ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე . პრეზიდენტმა  სოფლის მეურნეობის  მინისტრს ზაზა გოროზიას  ”სამტრესტის” ახალი ხელმძღვანელის მოძებნა დაავალა. ” აღარ უნდა  ისმოდეს შეკითხვა გავალთ თუ არა რუსეთის ბაზარზე.. რატომ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული ვიღაც მანიაკ ონიშენკოზე?”- აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.  ონიშენკო როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელია.  მან 2006 წელს მომხმარებელთა უსაფრთხოების მოტივით ახსნა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის და მინერალური წყლების აკრძალვა.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ წელს ქართული ღვინის ექსპორტი 18 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა, მაშინ როცა 2010 წელს ეს მაჩვენებელი 14 მილიონს აღწევდა. გილაურის თქმით, საქართველოს მიზანია წლიური ექსპორტი 27-30 მილიონ ბოთლამდე გაზარდოს. პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, ეს  შესაძლებელია  ახალ ბაზრებზე, მათ შორის ჩინეთის და კანადის ბაზარზე გასვლით. 

კომენტარები