გლეხები ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის გადასახადს აღარ გადაიხდიან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, სიმინდის პროგრამამ უმეტეს შემთხვევაში გაამართლა, თუმცა მოლოდინი გაცილებით დიდი იყო.
"ჩვენი წინადადებაა, შედგეს იმ პირების სია , ვისაც მივყიდეთ სიმინდი, ამ ადამიანებს გადასახადი არ უნდა გადავახდევინოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მომავალი წლებისთვის უნდა მოხდეს გლეხების ინფორმირება, თუ როგორ ხდება სიმინდის სწორად დათესვა.