ფრანგული სასამართლო

საფრანგეთში პოლიციელების მამხილებელი ვებ-გვერდი დახურეს

საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიხურა ვებ-გვერდი, რომელიც პოლიციელების დანაშაულებრივ საქმიანობაში მხილებას ემსახურებოდა. ვებ-გვერდიმ რომელსაც ერქვა ,,ვინ დაგვიცავს პოლიციისგან’’ აქვეყნებდა საფრანგეთის პოლიციის მამხილებელ ფოტო და ვიდეო მასალებს შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვებ-გვერდის შემქმნელებმა პოლიციის მიერ ადამიანების წამების დამადასტურებელი სამხილები ვერ წარმოადგინეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საიტის ადმინისტრაციამ პოლიციელების მიმართ კონფიდენციალურობის ნორმები დაარღვია და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სარჩელი ვებ-გვერდის დახურვის მოთხოვნის შესახებ დააკმაყოფილა.

კომენტარები