აზერბაიჯანმა გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის ადგილი დაიკავა. გენერალურ ასამბლეაში მას 193 სახელმწიფოდან 155-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ ბაქოსთან ერთად, ორი წლის ვადით, საბჭოს დროებითი წევრები პაკისტანი, მაროკო, გვატემალა და ტოგო გახდნენ. აზერბაიჯანის მთავარი ოპონენტები სლოვენია და უნგრეთი გახლდათ. ისინი აღმოსავლეთ ევროპისთვის განკუთვნილი ადგილისთვის იბრძოდნენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა დამსახურებულად აირჩიეს.
გაეროს უშიშროების საბჭო 15 წევრისგან შედგება. რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და აშშ უშიშროების საბჭოს მუდმივი წვერებია, დანარჩენ 10 ადგილს არამუდმივი წევრები იკავებენ, მათ კი გენერალური ასამბლეა 2 წლით ირჩევს. ყოველწლიურად უშიშროების საბჭოში 5 არამუდმივი წევრი იცვლება. აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება მხოლოდ მუდმივ წვერებს აქვთ.
tbl.ge/14w3
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ნიკოტინთან ომი მარცხისთვისაა განწირული, თუმცა მილიონობით სიცოცხლეს შეიწირავს – ბეითსი
- ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს
- კობახიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეზოლუციაზე: მადლობა ჩინეთს, რომ შეინარჩუნა პოზიცია
- გაეროში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილების შესახებ რეზოლუციას სომხეთი პირველად მიემხრო
- გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის შესახებ რეზოლუციას




