საქართველო უნდა იყოს კორექტული რუსეთის მიმართ, მიაჩნია რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ საქართველოს რუსეთის არსებობა არ უნდა დაავიწყდეს, საქართველომ უნდა შეარჩიოს ტონი რუსეთთან სალაპარაკოდ. თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია არ ახდენს ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებაში ლევან გაჩეჩილაძის ბლოკირებას. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, ლევან გაჩეჩილაძის პრობლემა იყო ის, რომ მოვლენებს 2008 წლის 5 იანვარის ჭრილში უყურებდა, ამის გამო შექმნა კიდეც სერიოზული პრობლემები ოპოზიციაში, მაგრამ დღეს ის აღარ წარმოადგენს საშიშროებას. ” დიდი ხანია მასთან ურთიერთობა არ მქონია, ამიტომ არ ვიცი რას ფიქრობს დღეს განვითარებულ პროცესებზე”- თქვა თინა ხიდაშელმა.
რესპუბლიკელების საგარეო ხედვა




