სირიის კრიზისი

სირიის ბანკებმა შესაძლოა რუსული რუბლი გამოიყენონ

სირიაში ადამიანების რეპრესიებისა და უფლებების დარღვევის ფაქტებისადმი პროტესტის ნიშნად, გასულ კვირას ევროსაბჭომ სირიის კომერციული ბანკების აქტივების გაყინვის შესახებ  გადაწყვეტილება მიიღო. სირიის კომერციული ბანკის უფროსის ადიბ მაიალექსის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ევროსაბჭო სირიაში ევროს გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს შემოიღებს, სირიის ბანკებს რუსული რუბლის ოპერაციებში გამოყენების უფლება ექნებათ. მისი თქმით, ყველა სანქცია უარყოფითად აისახება მხოლოდ ერთ სფეროზე და ეს სფერო მოსახლეობაა. გარდა კომერციული ბანკების აქტივების გაყინვისა ევროკავშირის მიერ დაწესებულია შეზღუდვები სირიაში  ნავთობის სექტორში ინვესტირებაზე, საბანკო სესხების გაცემაზე, სირიის კომპანიების შეძენა- გაფართოვებასა და  ერთობლივი საწარმოების შექმნაზეც. გარდა ამისა, ევროკავშირმა სირიაში ეროვნული ვალუტის შეტანა აკრძალა.

ევროსაბჭოს 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს ეკრძალებათ სირიიდან ნავთობის იმპორტი. ეს სანქცია სრული დატვირთვით 15 ნოემბერს შევა ძალაში, მას შემდეგ რაც მოქმედ კონტრაქტებს ვადა გაუვა. 

კომენტარები