კრიმინალი

თბილისში დააკავეს პირები განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრების ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) . საქმეს ძველი თბილისის რაიონული სამმართველო იძიებს.

კომენტარები