ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს. ამის შესახებ რადიო "პალიტრის" ეთერში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა ზურაბ ბიგვავამ განაცხადა. მისი აზრით , მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულების გასაჩივრება, არ გამორიცხავს შესაძლებლობას ივანიშვილმა უარი თქვას საფრანგეთის პასპორტზეც და პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს შეუძლია, მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს.
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში დღეს შედგა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის საკონსულტაციო საბჭოს ფორმირების საკითხზეც. ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის ზურაბ ბიგვავას თქმით, საბჭო 12 წევრიანი იქნება და ცნობილია, რომ მასში შევლენ : ბასა ჯანიკაშვილი, რატი ამაღლობელი, ირაკლი სესიაშვილი, ზაზა შათირიშვილი. მოგვიანებით ზაზა შათირიშვილმა უარყო მასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობა და განმარტა, რომ თავისუფალი ადამიანია და არ აპირებს იყოს ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო საბჭოში.
.