კემერონის მთავრობა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სკანდალის გამო გადადგა.

REUTERS
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/britimela.png##fbimage#
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ლაიმ ფოქსი თანამდებობიდან გადადგა მის მიმართ აგორებული სკანდალის გამო. ფოქსმა აღიარა, რომ ნებას რთავდა თავის მეზობელს და  ახლო მეგობარს ადამ უერიტს აქტიური მონაწილეობა მიეღო თავდაცვის სამინისტროს მუშაობაში. უერიტს  იცნობდნენ, როგორც  მინისტრის კონსულტანტს, თუმცა ოფიციალურად არ ეკავა მსგავსი თანამდებობა.   მეგობარი 18 -ჯერ ახლდა ყოფილ მინისტრს უცხოეთში ვიზიტებზე, ის ასევე მონაწილეობდა იარაღის შესაძლო მომწოდებლებთან შეხვედრების ორგანიზებაში. ლაიმ ფოქსმა საჯაროდ მოიბოდიშა ადამ უერიტთან ასეთი დამოკიდებულების გამო. 

კომენტარები