ბიძინა ივანიშვილის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დასრულებულია , აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. მისი განცხადებით ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის საქმის წარმოების საბაბი ბიზნესმენის 7 ოქტომბრის განცხადება გახდა იმის შესახებ, რომ აპირებს უარი თქვას რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეობაზე. საქმის წარმოებისას დადასტურდა, რომ ივანიშვილი ნამდვილად არის საფრანგეთის მოქალაქე, რაც გახდა საფუძველი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების - განუმარტა Civil.ge-ს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო. ამავდროულად ივანიშვილი არის რუსეთის მოქალაქე. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობას, ბესელიას თქმით ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით 2004 წელს მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა.
საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეობის შესახებ განმარტავს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. ტაბულამ ბესელიას ჰკითხა საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მიმართა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა საჯარო რეესტრს და ჩააყენა თუ არა ის საქმის კურსში, რომ გახდა საფრანგეთის მოქალაქე? ბესელიას პასუხით, მოქალაქე არ არის ვალდებული ეს გააკეთოს. ინფორმაციას ერთმანეთში საკონსულო სამსახურები უნდა ცვლიდნენ. ტაბულა დაინტერესდა რამდენად არის საკონსულო სამსახურების მოვალეობაში ერთმანეთს გაუცვალონ მსგავსი ინფორმაცია და მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ტაბატაძეს. მისი თქმით, საფრანგეთის მხარის ვალდებულებაში არ არის საქართველო ჩააყენოს საქმის კურსში, რომ მისმა ამა თუ იმ მოქალაქემ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა.
მილიარდელი ბიზნესმენის მხარე ახლა ითხოვს ჩაიბაროს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აქტი მოქალაქეობის შეჩერების შესახებ , რადგან კანონის მოთხოვნის შესაბამისად პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საბოლოო აქტს პრეზიდენტი აწერს ხელს. როგორ უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ივანიშვილთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო 7 ოქტომბრიდან, როცა მისი განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ არის საფრანგეთის მოქალაქე და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის შეწყეტასთან დაკავშირებით პროცედურები გავლილი და ამოწურულია. მთავრი ამ საქმეზე არის სამართლებრივი შეფასება , პოლიტიკური ნაწილი კი არა არის რელევანტური -ამბობს კუბლაშვილი და განმარტავს : საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი უკვე პრეზიდენტის გადასწყვეტია , შესაბამის პროცედურას 3 თვე სჭირდება, თუმცა კანონის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ პროცედურის დაუცველად, ეს პრეზიდენტის დისკრეციაა.
ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ. მანაც აღნიშნა , რომ საქმის წარმოება 7 ოქტომბრიდან დაიწყო და საბოლოოდ, ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწვეტა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით განხორციელდა.
საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიის შექმნა და მის საქმიანობაში ჩართვა საქართველოს მოქალაქის უფლებაა. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკური პარტიის შექმნა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის არ ქონა მას უკრძალავს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას. კანონმდებლობა ასევე არ უშვებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანებას.