ეროვნული მუზეუმი

ეროვნული მუზეუმის აქცია მოსწავლეებისთვის

 12 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი სკოლის მოსწავლეებს, განმეორებითი ვიზიტისთვის უფასო ბილეთს გადასცემს.  „უფასო“ ბილეთი მოზარდებს საშუალებას მისცემს მუზეუმს ხელმეორედ ეწვიონ.
აღნიშნული ბილეთის წარდგენისას მოსწავლეები - პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით გათავისუფლებულნი იქნებიან საფასურისგან.

მუზეუმის ამოცანაა აღნიშნული აქციით მოზარდებს მიეცეთ სტიმული, რათა ხელმეორედ ეწვიონ გამოფენებს.
უფასო ბილეთი იმოქმედებს ერთჯერადად, 2012 წლის 1 მაისამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ეროვნული გალერეა, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი და ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი.

კომენტარები