NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ეროვნული მუზეუმი

ალაზნის ველზე დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს

ორშაბათი, 26 აგვისტო, 2019 - 15:28
ეროვნული მუზეუმი
tbl.ge/3ylk
დაკოპირდა
ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. მუზეუმის ცნობით, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს.

"ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის  სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.

ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი - სავარაუდოდ კაპიტელის დეკორი, შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა და ქრისტეს შობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. როგორც ცნობილია, ზარისებრი ბაზისების ფორმა შემუშავდა ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ცენტრებში - სუზასა და პერსეპოლისში და ლოტოსის ორნამენტიც აქემენიდური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე პერიოდს, ძვ.წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ახლადაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში, გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი.

ახლადაღმოჩენილი სასახლის ნაშთები მიწის ზედაპირიდან სულ ორმოციოდე სანტიმეტრში მდებარეობს და გუთნით ხვნის შედეგად ძლიერაა დაზიანებული. ზარისებური ბაზისების კვეთილი დეკორი, როგორც ჩანს, ხანძრის შედეგად დაზიანდა და მხოლოდ რამდენიმე ბაზისის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი" - ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართულ-გერმანული საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია - გერმანიის მხრიდან დოქტორი კაი კანიუტი (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი), ქართული მხრიდან კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი იულონ გაგოშიძე. ექსპედიციაში ჩართული იყო გერმანელ გეოფიზიკოსთა ჯგუფი იორგ ფასბინდერის ხელმძღვანელობით; არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტები.

ეროვნული მუზეუმი

ამავე თემაზე

  • შაბათი, 17 ივნისი, 2023 - 19:49ეროვნული მუზეუმი: სააკაშვილისა და მერაბიშვილის რეკლამა ამოვიღეთ, ჯარისკაცები ომში მიატოვეს
  • სამშაბათი, 17 იანვარი, 2023 - 20:12"ხედვები არ ემთხვევა, ვტოვებ თანამდებობას" – ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე
  • პარასკევი, 27 იანვარი, 2012 - 14:49ანოქსიის მეთოდი ეროვნულ მუზეუმში
  • ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2012 - 14:54საერთაშორისო კონფერენცია ეროვნულ მუზეუმში
  • სამშაბათი, 11 ოქტომბერი, 2011 - 06:29ეროვნული მუზეუმის აქცია მოსწავლეებისთვის

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:25

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:00

EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს

სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 12:19

სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 11:41

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე

დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია ააშენებს - კალაძე
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 11:26

დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია ააშენებს - კალაძე

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕