„ საქართველო პუტინის ფიქრებში“ ან დასათაურების სარედაქციო სტატიას უძღვნის გაზეთი The Washington Post -ი საქართველოს და რუსეთის უთანხმოებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის გაწვერიანები საკითხზე. გამოცემა იხსენებს პუტინის განცხადებას, რომელიც მან ცოტა ხნის წინ მოსკოვის საქმიან ფორუმზე გააკეთა: „ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ამოეფაროს და დაბლოკოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება“ და აღნიშნავს : „ ეს ცინიკური და ცრუ განცხადება მეტყველებს როგორი იქნება პუტინიზმის შემდეგ ფაზაში რუსეთის კურსი, თუკი ეს ძლიერი ხელის კაცი თავისას მიაღწევს. “
The Washington Post-ის სტატიის თანახმად საქართველო, რომლის დამოუკიდებლობას, ლიბერალიზმს და აშშ-სთან ალიანსს კრემლი დაუშვებლად მიიჩნევს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია და მან უნდა განაცხადოს თანხმობა იქ რუსეთის გაწევრიანებაზე. „ რუსეთმა კი არა მარტო აკრძალა საკუთარ ბაზარზე ქართული პროდუქცია, არამედ 2008-ში საქართველოში შეჭრის შემდეგ, მისი ორი პროვინციის ოკუპაცია მოახდინა. პუტინმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ს და ევროპას მართლა სურთ რუსეთი WTO-ს წევრი გახდეს , ეს ძალიან მალე უნდა გააკეთონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ პუტინს სურს ობამამ აიძულოს საქართველო რუსეთის პირობებს დათანხმდეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ რომ ეს არ მოხდება. კეთილი იყოს თქვენი უკან დაბრუნება ბატონო პუტინო: თქვენ საერთოდ არ შეცვლილხართ..“- წერს The Washington Post -ი