საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ( რომელიც პრაღაში ვაცლავ ჰაველის მიერ დაარსებულ ფორუმს ესწრება) წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი. ჯილდოს გადაცემისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ჰაველის და მისნაირების დამსახურებაა , რომ საბჭოთა იმპერიის დასასრულით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ახალი ის ტორია დაიწყო. ჩეხეთის პირველმა პრეზიდენტმა საპასუხოდ მადლიერება გამოხატა და განაცხადა, რომ საქართველო მისი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება."დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ პატივისთვის, თუმცა როგორც ყოველთვის, ამ სიტუაციებში ვეკითხები საკუთარ თავს - დავიმსახურე თუ არა ეს ჯილდო. საქართველოში ბოლოს 44 წლის წინ ვიმყოფებოდი. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა საქართველოში ჩემი ვიზიტი არასდროს დამავიწყდება. ის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს მეხსიერებასა და გულში. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უახლოეს მომავალში აღდგება მის ისტორიულ ფარგლებში და ეს ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე მოხდება. იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე გახდება ევროპული ინსტიტუტების, უპირველესად კი ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ჰაველმა.
ჰაველის ფორუმი 2000




