ვლადიმირ პუტინს დაბადების დღე აქვს. მას 7 ოქტომბერს 59 წელი შეუსრულდა. რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ პუტინი დაბადების დღეს სამსახურში ატარებს. პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იუბილარმა პრემიერმა პირველ საჩუქრებად მიიღო: ვიდეოფილმი მოძრობაზე ”ნაში” და ზღაპარი ბიჭების ვოვას და დიმას შესახებ. ვლადიმირ პუტინს დაბადების დღე მიულოცა რუსეთის პატრიარქმა კირილმა. მან განაცხადა, რომ პუტინმა რუსეთი დაცემას გადაარჩინა და მას უსურვა ჯანმრთელობა , ღვთის შეწევა და წარმატებები მამულის საკეთილდღეოდ.
ვლადიმირ პუტინს 59 წელი შეუსრულდა
tbl.ge/ju4
დაკოპირდა




