სარკოზის კავკასიური ტურნე

ნიკოლა სარკოზი: დადგა დრო შერიგებისთვის გზების ძიების

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც 6 ოქტომბერს სომხეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია,  ერევანში გამგზავრებამდე  ინტერვიუ მისცა სომხურ   სააგენტოს   Mediamaxs-ს .    სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის მტკივნეულ პრობლემაზე, ყარაბაღის პრობლემაზე საუბრისას ინტერვიუში    სარკოზი მოუწოდებს   სომხეთს და აზერბაიჯანს აირჩიონ  მშვიდობის გზა, რადგან ”  ყველაზე საშიში არის არჩევანი იმ სტატუს-კვოს შენარჩუნების , რომელსაც  არაფერი მოაქვს გარდა ილუზიებისა ,  რომელიც   ამძაფრებს შურისძიების სურვილს და უფრო და უფრო ბუნდოვანს ხდის მშვიდობის მიღწევის  პერსპექტივას.  საფრანგეთის მსგავსად , არც ერთ სხვა  სახელმწიფოს  შეუძლია  წარმოიდგინოს რას ნიშნავს სომხეთისთვის მთიანი ყარაბაღი. თუმცა , ომის შემდგომმა 17 წლიანმა პერიოდმა მხოლოდ ცრემლი და ტანჯვა მოიტანა. დადგა დრო  შერიგებისთვის გზების  ძიების და   კონფლიქტის გადაწყვეტის. ამ მოწოდებას გადავცემ ბაქოში პრეზიდენტ ალიევსაც”.  ამავე თემზე საუბრისას  სომხური  სააგენტოსთვის  მიცემულ ინტერვიუში  საფრანგეთის პრეზიდენტი  აღნიშნავს  უკანასკნელ წლებში   რამდენად გაძლიერა ამიერკავკასიაში  საკუთარი როლი ევროკავშირმა  და დასძენს: ”   საფრანგეთს  სურს ევროკავშირმა  დაამყაროს კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, ვინაიდან ეს  რეგიონი ევროკავშირისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.  ევროკავშირთან  თანამშრომლობა რეგიონში ხელს შეუწყობს განვითარებას,   დემოკრატიის  გამყარებას, ასევე კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის დიალოგს.  მთიანი  ყარაბაღის  პრობლემაზე  სამუშაოდ არსებობს ეუთოს  მინსკის ჯგუფის ფორმატი. მაგრამ პირველ რიგში თქვენ,  სომხებმა და აზერბაიჯანმა  უნდა მოძებნოთ გამოსავალი. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, მაგრამ  ჩვენ თქვენს ნაცვლად ვერ დავამყარებთ მშვიდობას. ” ნიკოლა სარკოზი ამიერკავკასიაში რეგიონალურ ტურნეს ახორციელებს.   6 ოქტომბერს  სომხეთს ის  სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.   7 ოქტომბერს კი  სამუშაო ვიზიტებს  აზერბაიჯანსა და საქართველოში   განახორციელებს. 

კომენტარები