მსხვერპლი მოჰყვა შეტაკებას მთიანი ყარაბაღის რაიონში ძალთა დაშორიშორებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ 2 აზერბაიჯანელი სამხედრო იმსხვერპლა აღნიშულ ხაზზე, აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით სომხეთის მხრიდან გახსნილმა ცეცხლმა. გავრცელებული ცნობებით, საპასუხო ცეცხლის გამო სომხურმა მხარემაც განიცადა დანაკარგი.




