მხატვრობა თბილისში

გამოფენა „ახალ გალერეაში“

 დღეს, 6 ოქტომბერს, 18:00 საათზე, „ახალი გალერეა“ გეპატიჟებათ გურამ (ხიტა) ქუთათელაძის გამოფენის გახსნაზე. გურამ (ხიტა) ქუთათელაძეს 1965 წელს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. მხატვრის ნამუშევრები გამოფენილი იყო გერმანიაში, შვედეთში, იტალიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლიტვაში, რუსეთში და საბერძნეთში.

გურამ (ხიტა) ქუთათელაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს საპატრიარქოს სურათების კოლექციაში, მოსკოვის ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, „ლუდვიგის“ მუზეუმში (გერმანია), კ. გლეიზერის კერძო კოლექციაში (გერმანია), ბობ და მერიონ რიტშილდების კერძო კოლექციაში (აშშ).
გურამ (ხიტა) ქუთათელაძე) 1979 წელს გარდაიცვალა.

გამოფენა „ახალ გალერეაში“ ორ კვირას გასტანს.

 

 


 

კომენტარები