თანამედროვე ხელოვნების ცენტრში 7 ოქტომბრიდან მამუკა ჯაფარიძისა და კოკა რამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება სადაც წარმოდგენილი იქნება მათი ახალი ნამუშევრები.
მამუკა ჯაფარიძე 1962 წელს თბილისში დაიბადა. მისი კარიერის არჩევაში უდიდესი როლი მამამ ჯემალ ჯაფარიძემ იქონია, რომელიც ასევე მხატვარია. 48-ე ვენეციის ბიენალეზე სწორედ მამუკა ჯაფარიძემ წარადგინა საქართველო.
კოკა რამიშვილი 1956 წელს თბილისში დაიბადა. ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისსა და ჟენევაში. მისი ბოლო მნიშვნელოვანი გამოფენა იყო 2009 წელს თანამედროვე ხელოვნების 53-ე ვენეციის ბიენალე, საქართველოს პავილიონში.