ვლადიმირ პუტინი დიდად აფასებს საბჭოთა ლიდერს ლეონიდ ბრეჟნევს. ის მიიჩნევს, რომ ბრეჟნევმა თავისი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა იმ ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც დღეს თავად წარმოადგენს. ბრეჟნევზე პუტინის ეს მოსაზრებები ერთ -ერთ ტელეკომპანიას რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა პესკოვმა გაუზიარა იუწყება The Associated Press-ი . გავრცელებული ცნობით პესკოვმა ტელეკომპანიის წარმომადგენელს განუმარტა, რომ ბრეჟნევი არათუ მინუსია ისტორიაში, არამდე დიდი პლუსი , რადგან მან ჩაუყარა საფუძველი რუსეთის განვითარებას ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 4 ოქტომბერს პრესის წარმომადგენლებს უთხრა ისიც , რომ ვლადიმირ პუტინი არ აპირებს გახსნას საკუთარი ანგარიშები სოციალურ ქსელებში. ”საკითხი განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ უარი ითქვა. თან ვლადიმირ პუტინი იშვიათად სარგებლობს ინტერნეტით”- განაცხადა პესკოვმა.