ბარაკ ობამამ ABC -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შერყეული ეკონომიკა მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი ტვირთია და ეს პრობლემა უმცირებს გამარჯვების შანს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში . ,,აბსოლუტურად“ - უპასუხა მან ABC -ის ჟურნალისტის შეკითხვას - ხომ არ ამცირებს აშშ-ში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები მოქმედი პრეზიდენტის შანსს ხელახლა გაიმარჯვოს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - და დასძინა : ”მე უკვე შევეჩვიე, რომ დამარცხებულ მხარეს წარმოვადგენ. თუმცა, წინასწარ ვერაფერს განსჭვრეტ“.
პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ ამერიკელ მოსახლეობას დღეს 2007 წელთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა არ აქვს, რომ პირიქით, უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. მაგრამ, ობამამ გამოთქვა იმედი, რომ მისეული დასაქმების გეგმა მუშებს, მასწავლებლებსა და ვეტერანებს მუშაობის სურვილს გაუჩენს, მომხმარებელს კი მეტი ნდობით გამსჭვალავს.
აშშ პრეზიდენტმა ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკელები გააკრიტიკა . მისი თქმით ეკონომიკური ვითარების გამოსწორებისთვის რესპუბლიკელები მთვრობასთან თანამშრომლობის ენთუზიაზმს არ იჩენენ. ” როცა ვცდილობდით რესპუბლიკელებთან ერთად გადაგვეჭრა ყველაზე დიდი ფინანსური კრიზისი, მათგან მუდმივად უარს ვიღებდით".- განაცხადა აშშ პრეზიდენტმა და სამომავლო 2012 წლის არჩევნებს "ფასულობებისა და ხედვების" შეჯიბრი უწოდა. ბარაკ ობამას თქმით, ეს კენჭისყრა ერთგვარი რეფერენდუმი იქნება და მისი შედეგები დადასტურებს ამერიკელები ემხრობიან თუ არა მთავრობის მხრიდან გრძელვადიანი ინვესტიციების ჩადებას განათლებასა და ინფრასტრუქტურაში.