„ხანდახან ღამე მეღვიძება და ვცდილობ გარკვეული პრობლემის გადაჭრას, ვეძებ გამოსავალს, პასუხებს... შემდეგ ვიძინებ და თავს პირობას ვაძლევ, რომ ხვალ ამის შესახებ აუცილებლად ვკითხავ პაპს. გაღვიძებულს იმედგაცრუება მიპყრობს – ღმერთო ჩემო, პაპი ეს მე ვარ!” თქვა ერთხელ იოანე ოცდამესამემ. მეოცე საუკუნის ამ გავლენიან კაცს, რომელსაც ქრისტიანული სამყარო ვატიკანის მეორე კრების მოწვევას უმადლის, პონტიფიკოსებისთვის უჩვეულო ღიაობა, ბევრმა მატრაკვეცობად ჩაუთვალა. მაგრამ თუ ცოტას დაფიქრდებოდნენ, მიხვდებოდნენ, რომ პაპმა მხოლოდ შფოთიანი ძილის შესახებ კი არ გვიამბო, არამედ საშიში სიმართლეც გაგვიმხილა.
იოანეც ერთ, ჩვეულებრივ კათოლიკედ დაიბადა. როგორც მისი თანამოძმეების დიდი ნაწილი, ისიც პონტიფიკოსის მზის ქვეშ იზრდებოდა და მიიჩნევდა, რომ იქ – ზევით, ყველაფერზე აქვთ პასუხი. სწორედ ამიტომ, ალბათ უკვირდა კიდეც, როცა პაპები მორცხვი თავმდაბლობით შენიშნავდნენ – „არავინ იცის, არც ჩვენ, არც ანგელოსებმა – მხოლოდ მან!”. მაგრამ როცა თავად დაიდგა ტიარა, ამ ჩვეულებამ თავი მაინც შეახსენა. მაშინღა მიხვდა რას ნიშნავდა, ჩვენი გონებისთვის ასე მოსაწყენი „მხოლოდ მან!”.
აქ მნიშვნელობა არ აქვს, გვჯერა ამ „მან”-ის არსებობის თუ – არა. მორალი ის არის, რომ პაპი მიხვდა – მისი გონება შეზღუდული და ნაკლოვანია. მიხვდა, რომ რაღაცები მისგან სამუდამოდ დარჩებოდა დაფარული. მიხვდა, რომ ჩვენ არასდროს გვაქვს პასუხები ბოლომდე, მაშინაც კი, როცა ჩვენგან მხოლოდ პასუხებს ელიან. მაშინაც კი, როცა ყველაზე დიდ საფეხურზე ავედით, როცა იმაზე მაღლიდან გადმოვიხედეთ, ვიდრე ეს დანარჩენებმა მოახერხეს. ჩვენ არ გვაქვს სრული პასუხები ადამიანზე, საზოგადოებაზე, ბუნებაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სიყვარულზე და ყველაფერზე, რაც გვადარდებს! მაგრამ ჩვენ მაინც ვიხედებით სადღაც ზევით და პასუხს მოველით. სრულ პასუხს, რომელიც არასდროს მოგვეცემა.
ამიტომ ერთი რამ ჩემთვის გამოცანად დარჩება, თუ პაპს შეუძლია აღიაროს, რომ პასუხი არ აქვს, რომ მას არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველაფერს გამოასწორებს, ყველაფერს შეცვლის – რატომ არ შეუძლია ამის აღიარება მრავალს, რომელიც ცდილობს ჩვენი ცხოვრება დაგეგმოს, გაანაწილოს, დაალაგოს, შეგვაყვაროს, მტერი მოყვარედ გვიქციოს, ომი მშვიდობად, ძველი ახალზე გადაცვალოს და ბედნიერება გვაჩუქოს? რატომ არის პაპი, მათზე უფრო სკეპტიკოსი, ვინც თავს სკეპტიკოსს უწოდებს? რატომ ფიქრობენ, რომ ბიულეტენში შემოხაზულმა სახელმა ან პოლიტიკურმა პარტიამ, შესაძლებელია სიკეთე მოგვცეს, ან თანასწორობა უზრუნველყოს?
არ ვიცი, ალბათ ისინი არასდროს მოხვედრილან იმ წვერზე, სადაც იოანე მოხვდა. ამიტომ ყოველთვის სულელად ჩავთვლი მას, ვინც მზად არის ჩემს მთავრობად აქციოს ყოვლისმცოდნე. ვინც ჩათვლის, რომ ამბიციურ ჭკუის კოლოფებს შეუძლიათ ჩვენ მაგიერ გააკეთონ, სწორედ რომ ჩვენი გასაკეთებელი. ყოვლისმცოდნეები ყოველთვის რაღაცას სპობენ. პაპი ამას მიხვდა. აბა, სხვა რა იყო ვატიკანის მეორე კრება?