Eristoff საქართველოში

17 სექტემბერს 19:00 თბილისი მერიოტში სადისტრიბუციო კომპანია GD ALCO – ს ახალი პროდუქტის   არაყ Eristoff - ის პრეზენტაცია შედგება. Eristoff  ორი საუკუნის წინ დარეგისტრირებული ერთადერთი არაყი, რომელსაც ქართული ფესვები აქვს და ანალოგი  არ ჰყავს. 1806 წელს ქართველმა თავადიშვილმა პრინცმა კონსტანტინე ერითავმა დაამზადა არაყი,  რომლის რეცეპტი და ეტიკეტზე საგვარეულო გერბისა და გვარის გამოყენების უფლება იტალიაში  გადახვეწილმა მისმა შვილიშვილმა ნიკოლოზ ალექსადრეს ძე ერისთავმა 1956 წელს   მიყიდა კომპანია    „Martini & Rossi”- ის.

სამმაგი გამოხდის 100%-იან ხორბლის სპირტსა და უმაღლესი ხარისხის სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებულ არტეზიულ წყალზე დამზადებულ პრემიალური კლასის პროდუქტზე, რომელიც დღეისთვის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი (საფრანგეთში, ავსტრიასა და პორტუგალიაში პირველი, ხოლო ესპანეთსა და ბელგიაში - მეორე ადგილი უჭირავს გაყიდვებით არყების კატეგორიაში) და სასმელების ისტორიაში პირველი რეგისტრირებული არაყია. 

კომენტარები