საქართველოს დელეგაცია, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის მეთაურობით შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეხვედრები უკვე შედგა სენატსა და კონგრესში, აგრეთვე, საერთაშორისო რესპუბლიკურ და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში. დღეს დაგეგმილია გიორგი ბარამიძის გამოსვლა ჰოპკინსის უნივერსიტეტში. ” ჩვენი მიზანია გავამყაროთ საქართველოს პოზიციებია კონგრესში და აშშ-ს ადმინისტრაციაში იმისათვის, რათა მივიღოთ შეერთებული შტატები სრული მხარდაჭერა უმთავრესი სტრატეგიული მიზნის მიღწევის გზაზე: საქართველო- რუსეთის ურთიერთობების მოწესრიგება, კონფლიქტების მოგვარება, ქვეყნის დეოკუპაცია და მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია” - განაცხადა ბარამიძემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ . ცნობას ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ
საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს მართავს აშშ-ში
tbl.ge/16fa
დაკოპირდა




