შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2011 წლის 7 თვის მონაცემებით აგვისტოში ვიზიტორთა რაოდენობამ 355.9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით მეტია. სულ საქართველოს საზღვარი 2.03 მილიონმა ვიზიტორმა გადმოკვეთა. აქედან 4.5 %, ანუ 91.3 ათასი ვიზიტორი ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო 0.8%, ანუ 16.1 ათასი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა.
მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ ლიდერია აზერბაიჯანი - 978.1 ათასი ვიზიტორით, მას მოსდევს თურქეთი - 455.6 ათასი ვიზიტორით, შემდეგია სომხეთი - 449.3 ათასი ვიზიტორით და რუსეთი - 176 ათასი ვიზიტორით.
იანვარ-აგვისტოში საქართველოში 2.03 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა
tbl.ge/13fa
დაკოპირდა




