კონცერტი კლინტონისთვის, მადონა კრიტიკოსებს უსმენს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/oe.png##fbimage#
ლედი გაგა, U2 და შერი, ეს ვარსკვლავები იმღერებენ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტ ბილ კლინტონისთვის 15 ოქტომბერს. 

ამერიკის 42-ე პრეზიდენტი საქველმოქმედო ფონდ „A Decade of Difference”- ის დამფუძნებელია, იგი სწორედ ქველმოქმედებაში გაწეული დახმარებისთვის დაჯილდოვდება. ბილ კლინტონი 10 მილიარდი დოლარის მოზიდვაში დაეხმარა ფონდს. 
 
კონცერტი ლოს-ანჯელესში გაიმართება.
 
ბრიტანელი მომღერლის, ემი ვაინჰაუზის მამა ალაპარაკდა ქალიშვილის გარდაცვალებაზე. მას სწამს, რომ ემის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი შეტევა იყო, რაც ალკოჰოლზე თავის დანებებამ გამოიწვია. მიჩ ვაინჰაუზმა აღნიშნა, რომ მომღერლის გარდაცვალება უკანონო ნივთიერებებს არ გამოუწვევია. 
 
„ემი 27 წლის გახლდათ, როგორც ყველა ახალგაზრდას, მასაც ეგონა მოწევა მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნიდა, როგორც ყველას მასაც გამონაკლისი ეგონა საკუთარი თავი. სამწუხაროდ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. ემის ადრეც ქონია შეტევები“.
 
მადონა ყურადღებით ეკიდება კრიტიკოსების სიტყვებს, მისი ახალი ფილმის „W.E” შესახებ. ტორონტოში გამართულ კონფერენციაზე რეჟისორად მოვლენილმა მომღერალმა აღნიშნა, რომ მას აინტერესებს მიმოხილვა ფილმის შესახებ და არა მის პირად ცხოვრებაზე. 
 
მადონას ახალი ფილმის ჩვენება ტორონტოს კინო ფესტივალზე გაიმართა, ორშაბათს, 12 სექტემბერს. ფილმმა მოწონება დაიმსახურა. 
 
მის ანგონა, ლეილა ლოპესი, ბენგუელაში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. ლოპესს სამყაროს ლამაზმანის ტიტული მიენიჭა. ჟიურიმ მის სილამაზეს და გონებრივ შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი.
 
25 წლის ლოპესმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ წარმატების მიზეზი ღიმილი იყო.
 

კომენტარები