ეფესბეს-ს დაქვემდებარებაში მყობი რუსეთის სასაზღვრო ჯარების წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონის სკოლებში ”სიმამაცის გაკვეთილებს” ატარებენ. რუსმა მესაზღვრეებმა გაკვეთილები უკვე ჩაატარეს ცხინვალის მეათე სკოლის მოსწავლეებისთვის. ”ჩვენ ვეხმარებით რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ბავშვების სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაში”- განაცხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და განმარტა, რომ რუსი მესაზღვრეები ანალოგიურ გაკვეთილებს ცხინვალის რეგიონის რაც შეიძლება მეტ სკოლაში ჩაატარებენ .




