WTO-ს საკითხზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა

შვეიცარიაში ვერ იქნა მიღწეული პროგრესი რუსეთის WTO-ში გაწევრიანების თაობაზე    რუსეთ-საქართველოს კონსულტაციების მორიგ რაუნდზე . ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, „მხარეები ისევ ისე შორს არიან ერთმანეთისგან და  ისეთივე პოლარიზებული პოზიციები აქვთ, როგორც აქამდე“.

სერგი კაპანაძის  თქმით, თბილისის მთავარი მოთხოვნა ძალაში რჩება . რაც  რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე  არალეგალური ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგს გულისხმობს. რუსეთი  კი  ამ მოთხოვნას  უწინდებურად  ეწინააღმდეგება. კაპანაძე განმარტავს, რომ  შვეიცარიის მხარემ თბილისსა და მოსკოვს კომპრომისის საკუთარ ვარიანტად   ორკომპონენტიანი სისტემა  ანუ  ტვირთების საერთაშორისო მონიტორინგსა და  ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის წინადადება შესთავაზა.

რუსეთის  მხარემ მზადყოფნა გამოთქვა  საქართველოს მხარეს  მხოლოდ ტვირთების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ”ტაბულას”  უთხრა, რომ  ეს წინადადება თბილისისთვის მისაღები იქნებოდა ,  თუკი     თანამედროვე სისტემას  დაეფუძნებოდა , თუკი  იქნებოდა  შესაძლებლობა  ინფორმაცია ნეიტრალურ  მხარეს გადაემოწმებინა“.  მოსკოვი  კი  თბილისს  ინფორმაციის მიწოდებას  გადამოწმების რაიმე საშუალების გარეშე სთავაზობს, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, სრულიად მიუღებელია.   სერგი კაპანაძის განმარტებით , თბილისი ელის, რომ რუსეთი სრულად გაიზიარებს შვეიცარიის წინადადებებს. შემდეგი შეხვედრა 7-8 ოქტომბერს შედგება. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ „ეს იქნება ბოლო შეხვედრა, რომელზეც შესაძლებელ იქნება შეთანხმების მიღწევა“. ამ შეხვედრაზე გაირკვევა, რამდენად სურს რუსეთს გახდეს WTO-ს წევრი, - აღნიშნა კაპანაძემ. 

 

 

კომენტარები