დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა დევიდ კამერონმა რუსეთის პრეზიდენტთან დმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე საქართველო საკითხი წამოწია. ამის შესახებ კამერონმა მედვედევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დევიდ კამერონმა საქართველოზე WTO-ში რუსეთის გაწევრიანების კონტექსტში ისაუბრა. „რაც შეეხება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას, ჩვენ მივესალმებით მასში რუსეთის გაწევრიანებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსთან მიმართებაში უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე და იმის შესახებ, რომ რუსეთმა და საქართველომ სრულად უნდა შეასრულონ 2008 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ კამერონის განცხადება საქართველოს შესახებ არ არის მოყვანილი პრეს-კონფერენციის რუსულენოვან სტენოგრამაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. კამერონის განცხადების სრული ტექსტი გამოქვეყნებულია დიდი ბრიტანეთის პრემიერის ვებ-გვერზე. მაგრამ, ამ ტექსტს აკლია პრეზიდენტ მედვედევის ბოლო ფრაზა - იმის შესახებ, რომ კამერონი „КГБ-ს შესანიშნავი აგენტი იქნებოდა“.
რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრმა დევიდ კამერონმა აღიარა, რომ ორ ქვეყანას შორის უთანხმოებები კვლავაც არსებობს, მათ შორის ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით. კამერონის ვიზიტისას მედვედევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსკოვი არ აპირებს ლონდონს გადასცე ს ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ეფესბე-ს ყოფილი თანამშრომელი.