ალექსანდრე ანქვაბი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცვლილებებს გეგმავს

აფხაზეთის ე.წ.  რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს. სააგენტო აფსნიპრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:” საკონსტიტუციო ცვლილებებითა და პარლამენტის თანხმობით უნდა გადაწყდეს  ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერების პოსტების  შემდგომი არსებობის საკითხი”. ანქვაბმა განაცხადა იმის შესახებაც, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი თაოსნობით  მალე ის გარდაქმნები განხორციელდება, რომელთა გატარებასაც  კანონმდებლობაში ცვლილებები  არ  ესაჭიროება.  აფხაზეთის ე.წ.  პრეზიდენტის თქმით , მისგან  ბევრ დავალებას მიიღებს დე ფაქტო გენერალური პროკურატურა.   


კომენტარები