სანამ რუსეთ-საქართველოს საზღვარი უფრო გამჭვირვალე არ გახდება, საქართველო ამ ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ განაცხადა. „ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ. WTO -ს წევრობა მოითხოვს საზღვრების გამჭვირვალობას და ჩვენც სწორედ ეს გვსურს“ – აღნიშნა გორდაძემ და დასძინა: „მაგრამ რუსეთი თავიდანვე არღვევს ამ პრინციპს“. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხაზს უსვავს, რომ საქართველოს, ყველაზე ცოტა, სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა სურს.
„ჩვენ მომხრე ვართ რუსეთი WTO -ს წევრი გახდეს. ეს მას იმ წესების დაცვას აიძულებდა რომლებსაც დღეს არაფრად აგდებს , სამაგალითოდ მოვიყვანთ უკანონო ემბარგოს ქართულ პროდუქციაზე. “ – განაცხადა გორდაძემ.
„ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ამ საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინოს და სულაც არ ვცდილობთ იმის თქმას, რომ რუსეთს მსო-ში გაწევრიანებაზე თანხმობას მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის სანაცვლოდ მივცემთ“ – ამბობს გორდაძე და განმარტავს , რომ ეს უბრალოდ სულ სხვა თემაა. მინისტრის მოადგილე ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში სიტუაციის განვითარებას იმედოვნებს. ”ყოველ შემთხვევაში მოლაპარაკებები გრძელდება და არ შეიძლება მათ აბსოლუტურად არაპროდუქტიული უწოდო“ – აღნიშნა მან .
კონსულტაციების მორიგი რაუნდი რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითზე შვეიცარიის დედაქალაქში დღისთვის არის დაგეგმილი.