ოფიციალური თბილისი საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს ადასტურებს. როგორც საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკოლა სარკოზის ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება. თუმცა, ელჩს ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. კუდავას თქმით, სარკოზის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სხვა საკითებთან ერთად, 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თემები განიხილება.
როგორც, თავის მხრივ, საფრანგეთის ტრასპორტის მინისტრმა ტიერი მარიანიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ვერა ქობალიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ნიკოლა სარკოზი საქართველოს დაახლოებით ერთ თვეში ეწვევა.
ნიკოლა სარკოზის მომავალი ვიზიტის შესახებ მანამდე ცნობები გავრცელდა სომხურ და ფრანგულ მედიაში. სომხური წყაროების ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი რეგიონული ტურნეს ფარგლებში თბილისს, ერევანსა და ბაქოს ეწვევა. სომხეთში მოქმედი ელეტრონული გამოცემა Hraparak საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი ერევანში 7-დან 9 ოქტომბრრამდე შედგება.