ფრანგული წყაროები: ნიკოლა სარკოზი საქართველოს ეწვევა

საფრანგეთის საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თბილისში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. ამ ცნობებში ვიზიტის თარიღი არ სახელდება.

  სწორედ, ევროკავშირში საფრანგეთის თავმჯდომარეობისას მიიღო საქართველომ ევროკავშირის შუამავლობით მომზადებული პრინციპები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც 2008 წლის აგვისტოში მოლაპარაკებები თბილისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აწარმოა. იმავე წლის ოქტომბერში აგვისტოს ომთან დაკავშირებით სარკოზიმ სტრასბურგში ევროპარლამენტარების წინაშე განაცხადა, რომ ევროკავშირი სწრაფად ჩაერია კონფლიქტის მოგვარებაში და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართა მოლაპარაკებები. სარკოზიმ აღნიშნა ისიც, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იყო ”სრულყოფილი”, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ამ შეთანხმებამ ომის დასრულება და ”საოკუპაციო ძალების უკანდახევა უზრუნველყო. ”  2008 წლის აგვისტოში, საქართველოზე რუსეთის თავდასხმიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთს  უწინდებურად  მოუწოდებენ შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

საფრანგეთის პეზიდენტს ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტი სააკაშვილი შარშან, პარიზში ოფიციალური ვიზიტისას შეხვდა. ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა ”ევროკავშირში მთავარი სახელმწიფო ყოველგვარი ყოყმანის და წინაპირობების გარეშე, საქართველოს ყველა საკითხში უჭერს მხარს”.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტად 2007 წელს იქნა არჩეული. შარშან მან დაადასტურა მეორე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი.

კომენტარები