რუსეთი უარყოფს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს

მოსკოვმა უარყო  7 სექტემბერს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ  საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. ” რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევია”- განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ დრიკმა. ცნობა საქართველოს საჰაერო სივრცეში  რუსეთის მი-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენების  შემოჭრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ამ ცნობის თანახმად  ინციდენტი შუა დღისას მოხდა.  რუსული  სამხედრო ვერტმფრენები  შატილთან , სასაზღვრო გამშვები  პუნქტის თავზე 15 წუთის მანძილზე დაფრინავდნენ.  საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ რუსეთის მხრიდან  ეს იყო საქართველოს მაპროვოცირებელი  ქმედება და საერთაშორისო თანამეგობრობას მასზე რეაგირება მოუწოდეს.  

 

კომენტარები