მიხეილ სააკაშვილმა ”ვარდების რევოლუციის” ნათლია დაასახელა

პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე 21-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა  „ვარდების რევოლუციის" „ნათლია" დაასახელა.

„აქ იმყოფება ბრაიან ჩილკოტი, CNN-ის კორესპონდენტი, რომელიც ვარდების რევოლუციის „ნათლიაა". ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ ვისხედით გასაიდუმლოებულ იატაკქვეშა შეხვედრაზე და წინასწარ ვგეგმავდით რა დაგვერქმია რევოლუციისთვის, თუმცა  მერწმუნეთ, ეს ასე არ იყო", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა :  ”ბრაიან ჩილკოტი უძღვებოდა პირდაპირი ეთერით გადაცემულ რევოლუციას, რომელიც CNN-ით 4 საათის განმავლობაში, ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე გადაიცემოდა. სწორედ მამ წამოიძახა პირველად : "ეს ნამდვილი ვარდების რევოლუციაა!" ასე შეერქვა ამ რევოლუციას სახელი."

 

კომენტარები