საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ იუწყება. გავრცელებული ცნობით, 3 მი-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი რუსეთიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში 7 სექტემბერს (13 სთ.05 წთ) შატილის მახლობლად შემოფრინდა. რუსული ვერტმფრენები ქვეყანაში 3 კილომეტრის სიღრმეზე შემოიჭრნენ . ისინი 15 წუთის მანძილზე სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს თავზე დაფრინავდნენ.
საქართველოს საგარეო უწყება მომხდარს რუსეთის იმ პოლიტიკის გაგრძელებლად აფასებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის შელახვას. თბილისში მიიჩნიეს , რომ ქმედება ადეკვატურ პასუხზე საქართველოს პროვოცირებას ისახავდა მიზნად . საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ სიტუაციის დაძაბვის თავიდან ასაცილებლად საქართველოს მხარემ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა. ოფიციალური თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის მორიგი ფაქტი.