სააკაშვილი ევროპულ შემოდგომას გვპირდება

 ”ამ შემოდგომით საქართველო ძალიან სერიოზულ გარღვევას ელოდება ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით” - განაცხადა პოლონეთში ვიზიტად მყოფმა მიხეილ  სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი  პოლონეთში შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს  დონალდ ტუსკის.  აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინ ( რომელსაც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქი ვარშავა 29-30 სექტემბერს უმასპიძლებს) ტუსკთან შეხვედრას სააკაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა. მისი თქმით წლევანდელი შემოდგომა საქართველოსთვის იქნება ევროპული შემოდგომა იმ გაგებით, რომ წლის ბოლომდე გადაიდგმება მორიგი   ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ” ტაბულას” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განუმარტა, რომ სავარაუდოდ, წლის ბოლომდე  მოსალოდნელია ევროკავშირთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად  და ასევე, შესაძლოა,  ევროკავშირის  მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ  - პოლონეთმა , საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხი დააყენოს. 

 

კომენტარები