მთვარის მაღალი ხარისხის ფოტოები გამოჩნდა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/appollo.png##fbimage#
თანამგზავრმა, Lunar Reconnaissance Orbiter (LRO), რომელიც მთვარის გარშემო 2009 წლიდან მოძრაობს, მაღალი ხარისხის ფოტოები გადაიღო. მათზე იმ აპარატურის დანახვაა შესაძლებელი, რომელიც ამერიკელმა ასტრონავტებმა 1906-70-იან წლებში, მრავალრიცხოვანი ექსპედიციების დროს დატოვეს. მსგავსი ფოტოები ადრეც გამოჩენილა, თუმცა ახლები მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მაღალი ხარისხის გამოსახულებების მიღება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც LRO 21 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა მთვარის ზედაპირს. ახალ ფოტოებზე ასტრონავტების ჯაჭვური კვალის შემჩნევაც შეიძლება.

ადამიანის აქტივობასთან ერთად მთვარეზე, მეცნიერებს ასეულათასობით ფოტოს შესწავლა მოუხდებათ. მომავალში მთვარეზე ორი თანამგზავრის გაგზავნაც იგეგმება. მათი საშუალებით მეცნიერები ამ ციური სხეულის ფორმირებისა და სტრუქტურის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებას იმედოვნებენ.

კომენტარები