საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ ”გარდიანში” ღია წერილი გამოაქვეყნა. ნიკა რურუა ბრიტანელ მსახიობებს: ალან რიკმანს, ვანესა რედგრეივსა და ტელმა ჰოლტის ამავე გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილზე პასუხობს. ”ჩვენ არასოდეს შეგვიმჩნევია მტკიცებულება რომ რობერტ სტურუა ქსენოფობია. ჩვენ ვერ დავიჯერებთ რომ ეს არის გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ან იმას რომ მსგავსი ბრალდება შეიძლება გამოიყენო, რათა ქართულ თეატრს მსოფლიოში აღიარებული ცოცხალი საგანძური მოაშორო” - ეს არის ამონარიდი 29 აგვისტოს ”გარდიანში” გამოქვეყნებული წერილიდან, რომელსაც ხელს ალან რიკმანი, ვანესა რედგრეივი და ტელმა ჰოლტი აწერენ.
პასუხად ნიკა რურუამ ღია წერილი 6 სექტემბერს გამოაქვეყნა . ”ვეთანხმები ბრიტანელ მსახიობებს, რომ რობერტ სტურუამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მსოფლიო ხელოვნების განვითარებაში, მაგრამ სტურუამ ბოლო გამოსვლებში, სხვადახვა ინტერვიუებში, შეურაცხმყოფელი კრიტიკა გამოთქვა ეთნიკური უმცირესობების მისამართით და განაცხადა, რომ არ სურს ქვეყნის პრეზიდენტი იყოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. განსაკუთრებით სომეხი” - აღნიშნავს რურუა ღია წერილში და დასძენს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ სახელმწიფო მოღვაწის მხრიდან ქსენოფობიური განცხადებების კეთება მიუღებელია